,,შეხვედრა კლასიკოსებთან“ სპექტაკლის პრემიერა

,,არ დავივიწყოთ ქართული“- ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში ბათუმის თოჯინების თეატრში ,,შეხვედრა კლასიკოსებთან” ჩვენება გაიმართა.

პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

სპექტაკლში სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები და წარმოაჩინეს ეროვნული კულტურის ელემენტები.

პროექტში ჩართული იყვნენ ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის ბაზაზე არსებული ფოლკლორული ანსამბლები.

თეატრალურ წარმოდგენას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.