ორგანიზაციის თეატრალური სადებიუტო ჩვენება გაიმართა 2023 წლის 23 ივნისს სწორედ ამ სახელწოდებით: ნოდარ დუმბაძე – ასე დაუსრულებლად, სცენარში გაერთიანებულია გენიალური ქართველი მწრლის ნოდარ დუმბაზის 4 ნაწარმოები:,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ,,მე ვხედავ მზეს”, ,,ბოშები” და ,, ხაზარულა” …
სასცენო ჩვენება პირველად განხორციელდა სატელევიზიო პროექტი ,,პატარა ამბები” -სა და სტუდია ბაღი ,,ათინათის” აღსაზრდელების ჩართულობით. სცენარის ავტორი გახლავთ – შორენა ვერძაძე, რომლის ინსცენირება და მაყურებლისთვის მთავარი სათქმელის მიწოდება ჟურნალისტმა თამარ ტუღუშმა თანამოაზრეების, მარინე ლორთქიფანიძის, ნინო სულაბერიძისა და ნინო აბაიაძის დახმარებით შეძლო.
აღნიშნულ თეატრალური ჩვენებაში ეს 4 ნაწარმოები გამოხატავს სიყვარულს, ომს, იუმორით დანახულ რეალობას და მომავლის იმედს.